საპროტესტო აქცია ბათუმში

თბილისის პარალელურად, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა საპროტესტო აქცია დღეს ბათუმის იუსტიციის სახლთანაც გამართეს. აქციაზე ემზარ კვიციანი ჩავიდა.

აქციის მონაწილეები უცხოეთის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების საკითხს აპროტესტებენ და სოლიდარობას უცხადებენ თბილისში მიმდინარე აქციას.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ძალაში შედის ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც, მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ავტომატურად წესდება.