ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გრძელდება. საკრუიზო ლაინერის მგზავრების ნაწილმა ტერიტორია უკვე დატოვა. შეკრებილებმა ავტობუსებს წყლის ბოთლები და კვერცხები ესროლეს. ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. დაკავებულია 21 მოქალაქე.
შეგახსენებთ, ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერს, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, ადგილობრივები აქციით დახვდნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს, რომ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სანქცირებული არ არის და მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში თავისუფლად გადაადგილდება.