აჭარის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი ჰესების და ავტობანის მშენებლობებით, ასევე იპოთეკური სესხებით დაზარალდნენ და კომპენსაციებს ითხოვენ. ასევე აქციაზე იმყოფებოდნენ ე.წ. მუყაოს ქალაქში მცხოვრებთა ნაწილიც, რომლებიც ამბობენ, რომ მათთვის მშენებარე ბინები საკმარისი არ არის და ყველა თვითნებურად შესახლებულთან უნდა გაფორმდეს ინდივიდუალური ხელშეკრულება. აქცია ერთ საათს გაგრძელდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარის დავალებით, მთავრობის წარმომადგენლები მზად არიან შეხვდნენ აქციის წარმომადგენელთა, საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს.