დემონსტრაცია იმართება ბათუმშიც. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამ წუთებში ბათუმის დრამატულ თეატრთან არიან შეკრებილები. მოთხოვნები აქაც უცვლელია, არჩევნები განმეორებით ჩატარდეს. „ნაციონალური მოძრაობა“ უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარს ამბობს და ხელახალ კენჭისყრას ითხოვს. მერაბ წულუკიძე აჭარიდან ბოლო ინფორმაციით გვიერთდება.
მოამბე