კანონი მიღებულია, პროტესტი არ წყდება. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეების შეკრების ადგილი ამჯერად გმირთა მოედანია. დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარ სატრანსპორტო კვანძი სრულად არის პარალიზებული. აქციას დემონსტრანტები რამდენიმე მიმართულებიდან მსვლელობებით შეუერთდნენ, მათ შორის არიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. კანონში რაიმე სახის ცვლილების შეტანა და კორექტირება აქციის მონაწილეებისთვის მიუღებელია. მოთხოვნაა სამი მოსმენით დამტკიცებული საკანონმდებლო რეგულაციების უკან გაწვევა და ვეტოს არ დაძლევა. პარალელურად დემონსტრანტების ნაწილი რუსთაველის გამზირზე რჩება.