გიორგი გახარიას პარტიის დამფუძნებელი კონფერენცია აქციის ფონზე ჩატარდა. „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო პავილიონთან იმყოფებოდნენ „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, ასევე, სამოქალაქო ორგანიზაციების – „სირცხვილიასა“ და „შეცვალეს“ აქტივისტები. ისინი გიორგი გახარიას მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას აპროტესტებდნენ. ადგილი ჰქონდა ინციდენტსაც.