ქვემო ალვანში ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ისინი თუშეთისკენ მიმავალი გზის დროულად გახსნას ითხოვენ.
მოსახლეობა ამბობს, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს 56-ე კილომეტრზე ორი წლის წინ ჩამოსულმა მეწყერმა, მდინარე ალაზანი ჩაკეტა და ხელოვნურ ტბად აქცია. აღნიშნული მონაკვეთი წელსაც დაიტბორა და გადაადგილება შეუძლებელია.
გუბერნატორის მოადგილის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც წყლის დონე დაიკლებს, შესაძლებელი იქნება გზის გახსნა.