საპროტესტო აქცია გაიმართა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში.
ადგილობრივები დაბინძურებულ სასმელ წყალზე საუბრობენ. აქციაზე მყოფთა განცხადებით, მათ სასმელი წყალი მეზობელი სოფლებიდან მოაქვთ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ გოგსაძის თქმით, წყლის სისტემის რეაბილიტაცია არ დასრულებულა. გასულ წელს დახარჯული 487 ათასი ლარით მხოლოდ 11 კილომეტრიანი მაგისტრალური ქსელი და რეზერვუარი მოეწყო. ამჟამად კი, ქსელის პროექტირება მიმდინარეობს.