ელმავალმშენებელ ქარხანასთან მიმდინარე დასაქმებულების საპროტესტო აქციას პროფესიული კავშირების თავმჯდომარე შეუერთდა.
ირაკლი პეტრიაშვილის ინფორმაციით, დამსაქმებელ კომპანიას უკვე აქვს ფინანსური შესაძლებლობა, ქარხნის თანამშრომლებს ჩაურიცხოს კუთვნილი სახელფასო დავალიანება. 6-თვიანი დავალიანების გარდა, პროტესტის მონაწილეები, მენეჯმენტის გადადგომას და ქარხანაში სამუშაო პროცესის სრულად აღდგენას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეები თანხის ჩარიცხვას ელოდებიან, წინააღდეგ შემთხვევაში უფრო ფართთომასშტაბიანი პროტესტით იმუქრებიან.