საპროტესტო აქცია

ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე სამგლოვიარო-საპროტესტო აქცია-მსვლელობა მოეწყო.

აქციის მონაწილეები ყინულის მოედანთან შეიკრიბნენ და იმ ადგილთან მივიდნენ, სადაც 2 დღის წინ უბედური შემთხვევა მოხდა, რომელსაც 3 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახალგაზრდებმა ტრაგედიის ადგილზე ყვავილები მიიტანეს. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას გზაზე უსაფრთხოების თვალსაზრისით საჭირო ნაბიჯების გადადგმა თხოვეს. მსვლელობის მონაწილეების თქმით ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე უბედური შემთხვევა ხდება.