ახალი საცხოვრებელი ბინები დევნილი ოჯახებისთვის

15:24, 27.08.2024

ქალაქ ქუთაისში რამდენიმე თვეში ახალი საცხოვრებელი ბინა 1040-მა დევნილმა ოჯახმა უნდა მიიღოს.

ნიკეას ქუჩაზე, სამი 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა სრულდება. პროექტი დევნილებისთვის 720 გარემონტებულ ბინას მოიცავს. პროექტის ღირებულება 77 მილიონ ლარზე მეტია. დევნილი ოჯახებისთვის მშენებლობა მიმდინარეობს შერვაშიძის ქუჩაზეც.

მსგავსი