ქალაქ ქუთაისში რამდენიმე თვეში ახალი საცხოვრებელი ბინა 1040-მა დევნილმა ოჯახმა უნდა მიიღოს.
ნიკეას ქუჩაზე, სამი 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა სრულდება. პროექტი დევნილებისთვის 720 გარემონტებულ ბინას მოიცავს. პროექტის ღირებულება 77 მილიონ ლარზე მეტია. დევნილი ოჯახებისთვის მშენებლობა მიმდინარეობს შერვაშიძის ქუჩაზეც.