საპროტესტო აქცია

საოკუპაციო რეჟიმის უარის შემდეგ, ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.

ახლობლები ცენტრალური მაგისტრალის ნატახტრის მონაკვეთზე არიან შეკრებილები და ცხედრის სასწრაფოდ გადმოსვენებას ითხოვენ. სხვა შემთხვევაში პერმანენტულ გამოსვლებს გეგმავენ. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. აქციის მსვლელობისას სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.