აჭარიდან და სვანეთიდან ჩამოსახლებული ოჯახები საცხოვრებელ სახლებს და მიწას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ წლების წინ ისინი, ხელისუფლებამ ჩამოასახლა როგორც ეკომიგრამნტები და ბერძენი მოსახლეობის მიერ დატოვებული სახლების შესყიდვას დაპირდა. თუმცა დღემდე არც სახლები აქვთ და არც შესაბამისი ეკომიგრანტის სტატუსი. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ჩამოსახლებული 2500 ოჯახიდან, სახლი მხოლოდ 400 ოჯახს აქვს, დანარჩენები ყოველ დღე გამოსახლების შიშით ცხოვრობენ, რადგან საბერძნეთში წლების წინ წასული მოსახლეობა, საკუთარ სახლებს წალკაში ეტაპობრივად უბრუნდება.
აქციის მონაწილეები პრობლემის გადასაჭრელად ხელისუფლებას ვადას პირველ მაისამდე აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აქციის გამართვას დედაქალაქში გეგმავენ.