საპროკურორო საბჭოს არჩევნები

საპროკურორო საბჭოს ხუთი ახალი პროკურორი წევრი ჰყავს.

საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა 2015 წელს ვენეციის კომისიის რეკომენდაციით შექმნილი საპროკურო საბჭოს წევრთა არჩევა ელექტრონული წესით მოხდა. არჩევნებს ესწრებოდა გენერალური პროკურორიც. საარჩევნო პროცესის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაღალი იყო, რადგან სწორედ საპროკურორო საბჭო ირჩევს გენერალურ პროკურორს, ასევე ის არის პასუხისმგებელი პროკურორების დანიშვნა-გათავისუფლებაზე. თუმცა, დღევანდელი არჩევნების გარდა, ირაკლი შოთაძეს ჟურნალისტებთან გახმაურებულ საქმეებზე მიმდინარე გამოძიებაზეც მოუხდა საუბარი, მათ შორის ოთარ ფარცხალაძის საქმეზე.