საპროცენტო განაკვეთები სესხებზე

უცხოურ ვალუტაში გაცემული საბანკო სესხები შესაძლოა გაძვირდეს.

საპროცენტო განაკვეთის მოსალოდნელ ზრდას ამერიკის ფედერალური სისტემის და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას უკავშირებენ. კიდევ ერთ მიზეზად ეროვნული ბანკის ის ახალი რეგულაცია სახელდება, რომელიც კომერციულ ბანკებში რუსეთის მოქალაქეების მიერ განთავსებულ დეპოზიტებს ეხება. რაც შეეხება ლარში გასაცემ სესხებს, სპეციალისტების პროგნოზით, მონეტარული პოლიტიკის შერბილების ტენდენციის ფონზე ეროვნულ ვალუტაში გასაცემი საბანკო კრედიტები, პირიქით, გაიაფდება.