საპრეზიდენტო კანდიდატები

ისევ ინტრიგად რჩება, იქნება თუ არა გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი. თარიღის გამოცხადების შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურმა პირდაპირ ამჯერადაც არ უპასუხა კითხვას, ჩაერთვება თუ არა საარჩევნო კამპანიაში.

სამაგიეროდ, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ,,ქართული ოცნება” და კურიოზად შეაფასა გეგმა, რომლის მიხედვით მმართველმა პარტიამ, შესაძლოა, საკუთარი კანდიდატი არ წარადგინოს და არჩევნებში მხარდაჭერა დამოუკიდებელ კანდიდატს გამოუცხადოს.

ამ კონტექსტში პრეზიდენტმა საკუთარი მაგალითი გაიხსენა. ამ ეტაპზე პრეზიდენტობის სურვილი ექვს კანდიდატს აქვს გაცხადებული. მმართველი გუნდი არჩევნებში მონაწილეობის ფორმაზე ისევ ფიქრობს და კონსულტაციებს განაგრძობს.