საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები თურქეთში - „მოამბე“ სტამბოლიდან
საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები თურქეთში – ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მოქალაქეებს დილის 8 საათიდან საღამოს 17 საათამდე შეეძლოთ. მთავრობის მეთაურობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის, მათ შორის არის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი. მის მთავარ ოპონენტად, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი – ქემალ ქილიჩდაროღლუ მოიაზრება. საპარლამენტო არჩევნებში კი, 24 პოლიტიკური პარტია და 151 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. პარტიების ნაწილი არჩევნებში კოალიციებით არის წარმოდგენილი.
რა გარემოში ჩატარდა ხმის მიცემის პროცესი? – არჩევნებს აშუქებს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი, ლევან ახალაია და პაატა ჯორჯიაშვილი პირდაპირ ეთერში სტამბოლიდან.