საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს მინისტრები ეხმაურებიან

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს მინისტრები ეხმაურებიან. დავით სერგეენკოს სჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობა მეორე ტურში სწორ არჩევანს გააკეთებს.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მეორე ტურის საჭიროება ადასტურებს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და დემოკრატიული იყო.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იმედოვნებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე აქტივობა მაღალი იქნება.

მაია ცქიტიშვილისთვის პირველი ტურის შედეგები „ქართული ოცნების“ მიმართ ამომრჩევლის გზავნილია.