საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების დასკვნითი დღეა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 50 პროცენტს გადააჭარბა. კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, წინა ვადების ანულირების შემდეგ, ვლადიმირ პუტინი მეხუთე ვადით იყრის კენჭს. პარალელურად, პუტინის ოპონენტები არჩევნების დასკვნით დღეს აქციას მართავენ სახელწოდებით „შუადღე პუტინის წინააღმდეგ“. გარდაცვლილი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გუნდმა კი მომხრეებს მოუწოდა საარჩევნო უბნებზე მივიდნენ და ხმა პუტინის წინააღმდეგ მისცენ ან გააფუჭონ ბიულეტენები.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო უბნებზე ერთდროულად, მასობრივად მისვლის გამო, მოსკოვის პროკურატურამ მოქალაქეები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ გააფრთხილა.