ხმის მიცემის პროცესი აშშ-ში ახლაც მიმდინარეობს.
დროში სხვაობის მიხედვით სხვადასხვა შტატში საარჩევნო უბნები სხვადასხვა დროს დაიხურება. ათეულობით მილიონ ადამიანთან ერთად ხმის წინასწარ მიცემის უფლებით ისარგებლა მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც. კოვიდ-პანდემიის პირობებში მიმდინარე 59-ე საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების დათვლას შესაძლოა რამდენიმე კვირაც დასჭირდეს.
„ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ეკა მაღალდაძე გვერთვება პირდაპირ ეთერში, რომელიც ვაშინგტონში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან იმყოფება.