საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

არჩევნები, რომლის შედეგებს მთელი მსოფლიო განსაკუთრებული ინტერესით ელოდება. აშშ-ში ხმებს ამ წუთებშიც ითვლიან. წინასწარი მონაცემებით, მცირე სხვაობით ლიდერობს „დემოკრატების“ კანდიდატი ჯო ბაიდენი, რომელსაც ამ წუთისთვის საარჩევნო კოლეგიის 238 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი-213. თუმცა ჯერ ისევ დასათვლელია ექვსი ე.წ. გადაუწყვეტელი შტატის ხმები, რომლებზეც დიდწილად არჩევნების შედეგებია დამოკიდებული. გასათვალისწინებელია პანდემიის გამო ფოსტით მიღებული მილიონობით ბიულეტენიც, რომელთა დამუშავებას დრო სჭირდება.

1 900 წლის შემდეგ, ეს არის პირველი არჩევნები, როცა ამომრჩეველთა რეკორდული 67%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.

შტატების მოქმედი პრეზიდენტი უკვე ალაპარაკდა საბოლოო შედეგების გასაჩივრებაზე. დონალდ ტრამპის შეშფოთებას ფოსტით ხმის მიცემის პროცედურა იწვევს, სადაც ის თაღლითობის ნიშნებს ხედავს. გამარჯვებაში დარწმუნებული ტრამპის ოპონენტი, ჯო ბაიდენის პარტიაში, სწორედ  ფოსტით გაგზავნილი ხმების იმედი აქვთ, თუმცა სასამართლო დავას არც „დემოკრატები“   გამორიცხავენ.თუ არჩევნებში ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს, 1993 წლის შემდეგ ტრამპი იქნება პირველი პრეზიდენტი, ვისაც ამერიკის მოსახლეობა მეორე ვადით არ აირჩევს.