საპენსიო სესხებზე განაკვეთი 10%-ით შემცირება და საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი 26% იქნება. ჯანდაცვის სამინისტრო პენსიონერების მომსახურებისთვის თვის ბოლოს ახალ ტენდერს ახალი პირობებით გამოაცხადებს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ტენდერში გამარჯვებულ ბანკს სახელმწიფო პენსიის დარიგების ადმინისტრირებისთვის 15 მილიონ ლარს გადაუხდის. მთავრობის მეთაურის აზრით, 36%-იდან საპროცენტო განაკვეთის 26%-მდე შემცირება პენსიონერებისთვის შვება იქნება. სატენდერო პირობების განახლების გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს დეპუტატების ნაწილიც.