პარლამენტის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, „ქართული ოცნების“ ინიციატივა საპენსიო სესხების ზედა ზღვრის დაწევასთან დაკავშირებით, ძალაშია. მისი თქმით, სამთავრობო კომისიაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროები, ასევე პოლიტიკური პარტია „მოქალაქეები“. ირაკლი ზარქუას განცხადებით, პენსიონერებს ასევე შეუძლიათ ახალი სესხის ნაკლებ პროცენტში აღება და ძველის გადაფარვა. შეგახსენებთ, რომ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი შემცირდა. ახალი პირობების თანახმად, საპროცენტო განაკვეთი 26%_ით განისაზღვრა.