თბილისის საპატრულო პოლიცია დღეიდან ახალი სამხრე კამერებით იმუშავებს.
გაუმჯობესებული ტექნიკური მონაცემების მქონე მოწყობილობით შესაძლებელი ხდება, 12 საათის განმავლობაში კონკრეტული ფაქტის უწყვეტი ჩაწერა მოხდეს. ძველი სამხრე კამერების მოძველების და ტექნიკური წუნის გამო უფლებადამცველები პრეტენზიებს ხშირად გამოთქვამდნენ. წინა ვიდეო-კამერების თანამედროვე მოთხოვნებთან შეუსაბამობას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც აღიარებენ.