თბილისის საპატრულო პოლიცია ახალი სამხრე კამერებით აღიჭურვება

დღეიდან თბილისის საპატრულო პოლიცია ახალი სამხრე კამერებით აღიჭურვება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს აბსოლუტურად ყველანაირ კითხვის ნიშანს გამორიცხვის, რაც წარსულში გარკვეულწილად სპეკულაციის საგანი იყო. ახალი კამერები 12 საათის მანძილზე ჩაწერას უწყვეტ რეჟიმში განახორციელებენ, მონაცემები კი პარალელურად ცენტრალურ სერვერზე აიტვირთება.