საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მსუბუქი ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვა მათთან შეთანხმებული არ ყოფილა. განცხადებაში ნათქვამია, რომ სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის. ეს გამონაკლისი არ შეეხება მრევლს.