საპარლამენტთაშორისო კავშირის 140-ე ასამბლეა კატარში

კატარში საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 140-ე ასამბლეა გაიხსნა, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ასამბლეის მთავარი თემაა „პარლამენტი, როგორც პლატფორმა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კანონის უზენაესობის შესახებ ცოდნის განმტკიცებისთვის.“

ასამბლეაში მონაწილეობას იღებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. დაგეგმილია ირაკლი კობახიძის ოფიციალური შეხვედრები ასამბლეაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის სპიკერებთან.