საპარლამენტო უმრავლესობის წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, მაია მენაღარიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება უწყდება. ამის თაობაზე ცნობილი ხდება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დღის წესრიგიდან, რომელიც 8 მაისს არის ჩანიშნული.
მენაღარიშვილისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა დღის წესრიგში პირველ საკითხად არის შეტანილი. ის საქმიანობას განათლების სამინისტროში გააგრძელებს.