საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა

„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, რომელსაც მომდევნო კვირაში რიგგარეშე სესიაზე უნდა უყარონ კენჭი. ეს არის უკვე საბოლოოდ კორექტირებული ვარიანტი, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კოვიდპანდემიის გამო განსაზღვრულ ხარჯებს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, არსებობს გარკვეული გამოწვევები, რადგან მაკროეკონომიკური ფონი საკმაოდ დამძიმებულია, რაც ბიუჯეტზეც აისახება. თუმცა, მისივე განმარტებით, ბიუჯეტში ასახულია ყველა ის სოციალური დახმარება და პაკეტი, რაც ხელისუფლებამ დააანონსა.