ოპოზიციის განცხადებებს უმრავლესობაში გამოხმაურებები მოჰყვა. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციას მოლაპარაკებები არ სურს, რადგან იძულებული იქნებიან, საერთაშორისო ოპონენტებთან უარგუმენტო პოზიციით შემოიფარგლონ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა შეფასებით, რევოლუციურ სცენარს პერსპექტივა არ აქვს.