უთანხმოებაა ევროკომისიის მეოთხე რეკომენდაციის გარშემო.
ოპოზიცია მმართველ გუნდს იმ პუნქტის იგნორირებაში ადანაშაულებს, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს. მწვავე რეაქციები მოჰყვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართულ დღევანდელ სხდომას, სადაც პრეზიდენტის ბოლო ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირეს. საკითხი უახლოეს დღეებში უკვე პლენარულ სხდომაზე გავა. „ქართული ოცნების“ მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნების უარყოფა და ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილება გაუგებარია პრეზიდენტის ადმინიტრაციისა და ოპოზიციის ნაწილისთვის. პირველივე დღიდან მწვავე დაპირისპირების საგანია კანონი, რომლითაც ცესკო-ს თავმჯდომარის და პროფესიული წევრების არჩევის კვორუმი მცირდება, მოადგილის ოპოზიციური კვოტა კი უქმდება. მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ცვლილებების შედეგად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის არჩევის პროცესს პრეზიდენტი პრაქტიკულად ეთიშება.