საპარლამენტო უმრავლესობა, პლენარულ სხდომაზე, ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციის პროექტს გაიტანს
საპარლამენტო უმრავლესობა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით მის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს გაიტანს. რაც შეეხება ოპოზიციის ინიციატივებს, რომელიც ტექსტში შესწორებების შეტანას, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ჩამატებას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას უკავშირდება, უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ოპოზიცია ამ განცხადებებით ერთმანეთთან პრემიერის მიერ გავრცელებული მიმართვის და რეზოლუციის დაპირისპირებას ცდილობს.
რეზოლუციაზე მსჯელობას საპარლამენტო უმრავლესობა მომავალ სასესიო კვირაში გეგმავს.