საპარლამენტო უმცირესობა დღეს პრეზიდენტის გამოსვლას არ დაესწრო. „ევროპულმა საქართველომ“ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა და ზურაბიშვილს არალეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი უწოდა.
რაც ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ისინი სხდომაზე საერთოდ არ გამოცხადნენ.
შეფასებები სხდომათა დარბაზს მიღმა გააკეთეს. მათ ამ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი შემაჯამებელ სიტყვაში გამოეხმაურა.