საპარლამენტო უმცირესობა პრეზიდენტის გამოსვლას არ დაესწრო

15:19, 06.03.2019

საპარლამენტო უმცირესობა დღეს პრეზიდენტის გამოსვლას არ დაესწრო. „ევროპულმა საქართველომ“ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა და ზურაბიშვილს არალეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი უწოდა.

რაც ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ისინი სხდომაზე საერთოდ არ გამოცხადნენ.

შეფასებები სხდომათა დარბაზს მიღმა გააკეთეს. მათ ამ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი შემაჯამებელ სიტყვაში გამოეხმაურა.

მსგავსი