პროტესტი იქამდე არ შეწყდება, სანამ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვა არ შეწყდება, – ასეთია ოპოზიციის გადაწყვეტილება. სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, დღეს ხელისუფლების ოპონენტები კონსულტაციებისთვის პარლამენტში შეიკრიბნენ. საკანონმდებლო ორგანოში ხმაურიანი შეხვედრისათვის ემზადებიან. დოკუმენტებზე მსჯელობა ხვალ იურიდიულ კომიტეტზე გაგრძელდება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პროექტი, რომლის კანონად ქცევასაც „ხალხის ძალა“ და მმართველი პარტია ცდილობს, კრემლის კანონმდებლობაა, რომელიც რეპრესიებისთვის მოამზადებს ნიადაგს. პროექტების ავტორები კი მიიჩნევენ, რომ მათ ოპონენტებს მყარი არგუმენტები არ აქვთ.
კომენტარები გაკეთდა უმრავლესობაშიც, სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ მღელვარება უსაფუძვლოა და ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას საფრთხე არ ემუქრება.