საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს.
ოპოზიციონერი დეპუტატებისა და სამართლის ექსპერტების მონაწილეობით პარლამენტში სარჩელთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. დეპუტატების განცხადებით, დეკემბერში დამტკიცებული ცვლილებები მოსამართლეთა კონსტიტუციურ უფლებებს არღვევს, ზღუდავს ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიებს, სასამართლოს მმართველ გავლენიან ჯგუფს კი უზრდის ბერკეტებს, შეავიწროვოს და გავლენა მოახდინოს ინდივიდუალურ მოსამართლეებზე.