პარლამენტის ხელმძღვანელობამ საშემოდგომო სესიის სამოქმედო გეგმა წარადგინა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ და პირველმა ვიცე-სპიკერმა გეგმის პრეზენტაცია გამართეს და დეტალურად ისაუბრეს, რა გაკეთდება დეკემბრის ბოლომდე.
საკანონმდებლო ორგანოში ხუთ მინისტრს მოუსმენენ და გაიმართება ინტერპელაციაც. საშემოდგომო სესიაზე დეპუტატები მინისტრებს საკომიტეტო ფორმატშიც დაუთმობენ დროს. ასევე, იმუშავებს შვიდი თემატური ჯგუფი და პარლამენტი მოისმენს 13 წლიურ ანგარიშს, რომელსაც დეპუტატებს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები წარუდგენენ.