სტრასბურგში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს საკითხებზე ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს – კლოდ კერნს და ედიტა ესტრელას შეხვდებიან. დისკუსიის საგანი ამ ფორმატში ევროკომისიის 12 რეკომენდაცია იქნება.
თეონა მანაგაძე დეტალებით.