საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საფრანგეთში

პარიზში ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაცია ლევილის მამულში იმყოფებოდა. დეპუტატებმა ნოე ჟორდანიასა და სხვა ქართველი მამულიშვილების ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავები გვირგვინებით შეამკეს. პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, სვიმონ მდივანის ოჯახს განსაკუთრებული წვლილისთვის საპარლამენტო ორდენი გადასცა. აღინიშნა, რომ დიდი პასუხისმგებლობაა მათი ღვაწლის სათანადოდ დაფასება.