ევროინტეგრაციის გზაზე უპირობო მხარდაჭერა საბერძნეთიდან – ათენში ქართული საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დასრულდა.
მთავარი გზავნილი რეფორმების გაგრძელებაა. საბერძნეთის საკანონმდებლო ორგანოში გამართული შეხვედრების შემდეგ ქართველი დეპუტატები ყოფილ ევროკომისარ დიმიტრიოს ავრამოპულოსს შეხვდა, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივაზე ისაუბრა. სწორედ ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულება და ამ მიზნით უკვე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები იყო ათენში გამართული დისკუსიების მთავარი თემა. ვიზიტის მეორე დღე აკადემიურ წრეებთან შეხვედრებს დაეთმო.