საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საბერძნეთში

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს აცნობენ ქართველი დეპუტატები ბერძენ კოლეგებს.

საპარლამენტო დელეგაცია საბერძნეთის საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრებს მართავს. რას აკეთებს მმართველი გუნდი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო 12 პუნქტის შესასრულებლად, რა მოლოდინი აქვს და როგორ ესახება პირველი პუნქტის, ანუ დეპოლარიზაციის მიღწევა, რომელიც დღემდე გამოწვევად რჩება – ეს შეხვედრების მთავარი თემაა. თავის მხრივ ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყანას და მის ევროპულ პერსპექტივას მხარდაჭერას უცხადებენ ბერძენი პარლამენტარები.