საქართველოს ევროპული გზა, ორმხრივი თანამშრომლობა და შუა დერეფნის პოტენციალი – ეს იყო საკითხები, რომელზეც აქცენტი გაკეთდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისა და რუმინეთის სენატის სპიკერის შეხვედრაზე. უკვე მეორე დღეა ქართველი დეპუტატები რუმინეთის დედაქალაქში იმყოფებიან, სადაც შეხვედრები იმართება როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.