განახლებადი ენერგიის სფეროში თანამშრომლობა და ინვესტიციების ჩადება იყო განხილვის მთავარი თემა იაპონიაში.
ტოკიოში მყოფი ქართული საპარლამენტო დელეგაცია იაპონიის ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მათ შორის ის ბიზნესმენებიც არიან, რომლებიც ბიზნეს-პროექტებს საქართველოში უკვე ახორციელებენ. საინვესტიციო ურთიერთობების გაძლიერებასთან ერთად საუბარი შეეხო უკრაინის ომის გამო შექმნილ ენერგოკრიზისს და იმ ახალ ენერგოდერეფნებს, რომლებზე მსჯელობაც რუსეთზე ევროპის ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურებულია.