საქართველოს ევროპულ მომავალზე საუბარს დაეთმო ესპანეთის საკანონმდებლო ორგანოში გამართული სამდღიანი შეხვედრები.
სენატსა და კონგრესში ქართულმა საპარლამენტო დელეგაციამ ვიზიტი დასრულდა. ესპანელი კანონმდებლები ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში ქვეყანას მხარდაჭერას და თანადგომას უცხადებენ. განხილვების დროს დღის წესრიგში იყო ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესრულების პროცესი. ესპანელი პარლამენტარები დაინტერესდნენ, რა ნაბიჯები იდგმება ცხრაპუნქტიანი დავალების ფარგლებში, რამაც ქვეყანა ინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე უნდა გადაიყვანოს და ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა უზრუნველყოს.