საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ესპანეთში განიხილავენ.
საპარლამენტო დელეგაცია მადრიდში იმყოფება. შეხვედრები სენატში მიმდინარეობს. კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ევროინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე გადასვლა დღის წესრიგის მთავარი თემაა. დეპუტატებმა ესპანელ კოლეგებს იმ რეფორმებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებიც ევროკომისიის ცხრაპუნქტიანი დავალების შესასრულებლად მიმდინარეობს ან იგეგმება. განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე სიტუაციაც.
რა გზავნილებით დატოვა ქართულმა დელეგაციამ ესპანეთის საკანონმდებლო ორგანო, – თეონა ხუბულავა მადრიდიდან.