საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები ევროპარლამენტში

ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს განიხილავენ სტრასბურგშიც. ევროპარლამენტის საშემოდგომო სესიის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებს, ქართული დელეგაცია ძირითადად სწორედ ევროკომისიის პუნქტებზე სასაუბროდ იყენებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ევროპელ კოლეგებს იმ რეფორმების პროექტებს აცნობენ, რომლებზეც პარლამენტში შექმნილი ჯგუფები მუშაობენ. ევროკავშირის კანდიდატობისთვის საჭირო პუნქტების შესრულების პროცესში მთავარ გამოწვევად ოპოზიციის მხოლოდ ნაწილის ჩართულობა სახელდება. ევროპარლამენტარების მთავარი გზავნილი პოლარიზაციის დაძლევა, პოლიტიკური ინტერესების გვერდით გადადება, პროცესის ინკლუზიურობა და სამუშაო მაგიდასთან მთელი პოლიტიკური სპექტრის ერთად ყოფნაა. ფოკუსირდით რეკომენდაციებზე – ეს კი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ძირითადი მოწოდებაა. ყველა განცხადებაში ევროპელი დეპუტატები ხაზს უსვამენ, რომ ახლა მთავარია, სამუშაო ჯგუფებმა კონკრეტული შედეგები აჩვენოს.