საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური საფრანგეთში

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ეს არის პირველი არჩევნები, რომელშიც გამარჯვებისა და საფრანგეთის მთავრობის ფორმირების შანსი მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიას – „ეროვნულ გაერთიანებას“ აქვს. გამარჯვების შემთხვევაში, მარინ ლე პენი და მისი მოკავშირეები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხის გადახედვას აპირებენ. არჩევნების პირველ ტურში „ეროვნული გაერთიანების” წევრებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და ათობით ოლქში გაიმარჯვეს. მეორე ტურის წინ, ულტრამემარჯვენეების მიერ მმართველი უმრავლესობის მოპოვების აღსაკვეთად, ასობით პოლიტიკოსმა საკუთარი კანდიდატურა უფრო ძლიერი კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნა. ხმის მიცემის პროცესი საფრანგეთში ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე დაიწყო, საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა. პირველი ეგზიტპოლის შედეგები გვიან ღამით გახდება ცნობილი.