საპარლამენტო არჩევნები 2020

სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის წინასაარჩევნო მარათონი.

საპარლამენტო მანდატებისთვის მებრძოლი სუბიექტები საკუთარ საარჩევნო გზავნილებს ავრცელებენ ამომრჩევლებთან შეხვედრებით, საპროტესტო აქციებით და ბრიფინგებით. არჩევნებამდე 26 დღე რჩება – მეათე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით არჩეული 120 დეპუტატი და 30 მაჟორიტარი შევა.