საპარლამენტო არჩევნები 2024 - „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერების განცხადება
საკონსტიტუციო გადატრიალებად აფასებენ არჩევნების შედეგებს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერები. გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე მათ განაცხადეს, რომ „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის გამარჯვების აღიარება მოუწევს. კოალიციაში პროცესების ქუჩაში გადასვლას აანონსებენ და განმარტავენ, რომ პროტესტი იქნება უწყვეტი და ორგანიზებული.